17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
3 გარდაცვლილი და 12 დაჭრილი - თელ-ავივის ცენტრში გვიან ღამით ტერაქტი მოხდა

სავარაუდო ტერაქტი ისრაელში - თელ-ავივის ცენტრში გვიან ღამით უმისამართო სროლა იყო, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თავდამსხმელის ჩათვლით. დაჭრილია კიდევ 12 ადამიანი, კრიტიკულად მძიმეა 4-ის მდგომარეობა.

შემთხვევა ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა. დანაშაულის ჩამდენ პირს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ის ისრაელის ძალებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პალესტინელია.

 
დღის ამბები