07 მაისი 2024,   13:38
ვრცლად
"ყოველი რუსული ტანკისთვის, აშშ უკრაინისთვის გაითვალისწინებს 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას"- ჯეინ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერი იმ სამხედრო დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს. ჯეინ ფსაკის განცხადებით, კონფლიქტის დაწყებიდან ამ დრომდე ამერიკა უკრაინას მილიარდ 700 ათასი დოლარის ღირებულების იარაღით უზრუნველყოფს.

"ამ დროისთვის, კონფლიქტის დაწყებიდან, უკრაინისთვის 1 მილიარდ 700 ათასი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას უზრუნველვყოფთ, სისტემის გადატანა ხდება თითქმის ყოველდღე. მინდა აღვნიშნო, რომ ორი დღის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჯაველინების შესახებ, რომელიც არის მნიშვნელოვანი იარაღი, რომელსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ რუსეთთან საბრძოლველად. რაც შეეხება ჩვენს მიერ მიწოდებულ სისტემებსა და მასალებს - ყოველი რუსული ტანკისთვის, აშშ უკრაინისთვის გაითვალისწინებს 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, ყოველი რუსული ჯავშანტექნიკისთვის კი - 3 ერთეულ ჯავშანტექნიკას.

უკრაინელი ლიდერები დახმარებას ითხოვენ, ხშირად გვაწვდიან სიებს, თუ რა სახის სამხედრო ტექნიკა სჭირდებათ. თუ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, სხვა მოკავშირეებთან ვთანამშრომლობთ, ზოგჯერ ეს არის რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკა,"-აცხადებს ფსაკი.

 
დღის ამბები