03 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
სისხლიანი სათამაშო, რომლის პატრონიც ცოცხალი აღარ არის - უკრაინას ომის დანაშაულის ფაქტებზე უკვე 5600 საქმე აქვს აღძრული

უკრაინელები ჯერაც ვერ ითვლიან ბუჩის მსხვერპლის. ცხედრების ძებნა ერთი კვირა შესაძლოა გაგრძელდეს. უკრაინას ომის დანაშაულის ფაქტებზე უკვე 5600 საქმე აქვს აღძრული.

ომის დანაშაულის მტკიცებულებად ქცეული სათამაშო, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე გაიგზავნა. სისიხლიანი სათამაშოს პატრონი ცოცხალი აღარაა, ის რუსულმა რაკეტამ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მოკლა, ისევე, როგორც ათობით ბავშვი მთელი უკრაინის მაშტაბით. სისხლიან სათამაშოსთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში მტკიცებულება გახდება უკრაინელი ჯარისკაცის გულიდან ბელარუსი ექიმის მიერ ამოღებული ტყვია, საბავშვო ომის კალენდარი სარდაფიდან, რომელიც 12 დაღუპული ადამიანის ისტორიას ინახავს და ე.წ. კადიროველების გადაღებული ვიდეომასალა რომელიც კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ბოლო წამებს ასახავს. აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ცოცხლად მარხავდნენ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს, უმისამართოდ ესროდნენ რაკეტებს - ეს რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ 47 დღის განმავლობაში ჩადენილი არაადამიანური ქმედების მხოლოდ ნაწილია, ომი გრძელდება, შესაბამისად ჯერ ამ შემზარავ ისტორიებს დასასრული არ უჩანს.

ეს ომი ათასობით ტრაგიკულ ამბავს შემოინახავს. ტრაგიკულის გარდა, იქნება გადარჩენის, ტყვეობის, გმირობის და გამარჯვების ამბებიც.




დღის ამბები