03 მაისი 2024,   15:58
ვრცლად
რუსეთი სამიზნედ განიხილავს აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ - საგარეო უწყება

რუსეთის ფედერაცია კანონიერ სამხედრო სამიზნედ განიხილავს აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა გააკეთა, რომელმაც ტასს მისცა ინტერვიუ.

მისი თქმით, დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ან მის სეპარატისტ მოკავშირეებს უკრაინაში მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, მკაცრად აღიკვეთება.

"გაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც კანონიერი საომარი მიზნები. ჩვენ ამერიკელებს და სხვებს დასავლეთში ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დამუხრუჭების, რუსული კონტინგენტისთვის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შენაერთებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენების მცდელობა, მკაცრად აღიკვეთება," - განაცხადა რიაბკოვმა.

დღის ამბები