09 ოქტომბერი 2024,   22:14
ვრცლად
Foreign Policy-მ სირიელი ამბოხებულების საქართველოში გაწვრთნის შესახებ სტატია განაახლა

ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ  სირიელი ამბოხებულების საქართველოში გაწვრთნის შესახებ დაბეჭდილი სტატია განაახლა. გამოცემის თანახმად, საზოგადოების უკურეაქციის გამო საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ ქვეყანამ ამერიკულ მხარეს ცენტრის მასპინძლობა შესთავაზა, სადაც შესაძლოა ამერიკელ სამხედროებს სირიელი ამბოხებულები გაეწვრთნათ.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები. მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ კატეგორიულად გამორიცხავს ნებისმიერი სახის სამხედრო მონაწილეობას, ან საწვრთნელი ბაზის გახსნას საქართველოში.

Foreign Policy-ი ასევე აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ არ უარყო მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის შესახებ გავრცელებული ცნობა და აცხადებს, რომ ქართული მხარე განიხილავს, რა ფორმით მიიღებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ კოალიციაში მონაწილეობას.  

ამავე თემაზე
დღის ამბები