28 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
როგორ აქცია საკუთარი სისასტიკის სახე კრემლმა პროპაგანდის იარაღად - ოკუპანტებმა მარიანა ვიშემირსკაია ჯერ გაიტაცეს, ახლა კი რუსეთი მსახიობად იყენებს 

მარიანა ვიშემირსკაია, რომლის ისტორიამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო - ახალგაზრდა ქალი ომმა მარიუპოლის სამშობიარო სახლის სასტიკი დაბომბვის სახედ აქცია. ფოტომ, რომელიც "ესოშიეით პრესმა" გადაიღო მთელი მსოფლიოს ინტერნეტ სივრცე მოიცვა და მალევე ის უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.

საშინელი თავდასხმიდან მალევე, რუსეთმა ქალი მსახიობად გამოაცხადა - მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმა კი, დადგმულ სპექტაკლად.

მარიანა ვიშემირსკაიამ შვილი დაბომბვიდან მეორე დღეს გააჩინა, ამის შემდეგ კი, მალევე ნაწილობრივ ოკუპირებული მარიუპოლიდან მისი კვალი გაქრა. უკრაინული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი ოკუპანტებმა გაიტაცეს, ახლა კი მას პროპაგანდისთვის იყენებენ.

"მკითხეს იყო თუ არა საჰაერო იერიში? მე ვუპასუხე რომ არ ყოფილა. არავის არაფერი გაუგია, იმათაც კი ვინც ქუჩაში იმყოფებოდნენ" - მარიანა ვიშემირსკაიასთან ამ ინტერვიუს, პრორუსული მედია საშუალებები აქვეყნებენ. ოკუპირებულ დონეცკში ჩაწერილი ვიდეო მასალა წარმოდგენილია, როგორც რუსეთის ხელისუფლების ვერსიის დადასტურება, რომ სამშობიარო საავადმყოფოს თითქოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს.

ვიდეოდან გაუგებარია როდის, სად და რა ვითარებაში ისაუბრა მომხდარზე​ ვიშემირსკაიამშვიდწუთიანი ვიდეო ინტერვიუ, რამდენჯერმე არის გაჭრილი. რუსულ მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული ვიდეოს შემდეგ დასავლური მედია საკუთარ მასალებს ავრცელებს - "ესოშიეით პრესმა" გააკეთა ვიდეოს შედარება, იმის საჩვენებლად, თუ რას ამბობს მარიანა ვიშემირსკაია რუს ჟურნალისტთან და რას ამბობს დასავლურ მედიასთან.

ქალი რუსულ მედიასთან ამბობს, რომ "ასოშიეით პრესის" ჟურნალისტს უთხრა, რომ არ სურდა გადაღება. საპასუხოდ დასავლურმა მედია გამოცემამ მარიუპოლში გადაღებული სრული მასალა გაავრცელა, მათ შორის ის ინტერვიუ, რომელიც მარიანა ვიშემირსკაიამ მათ შვილის გაჩენის შემდეგ მისცა.

ეს ომში აგრესორის მედია პროპაგანდის ერთ-ერთი მაგალითია. პრორუსული ტელევიზიები და გამოცემები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ, რომ რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო მოსახლეობას არ ხოცავს. ამ კონკრეტულ ფაქტზე კი, ჩვენ შესაძლოა მარინა ვიშეგირსკაიაზე რუსეთი ზეწოლას ახდენს. 

დღის ამბები