03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ანრი ჯოხაძის ბოდიში ამალია ჯიბლაძეს - ვიდეოკადრები

„ალბათ, ძალიან ეწყინა და ვნერვიულობ, ვეცდები, ჩემი საქციელი ასე გამოვასწორო,“ - განაცხადა ანრი ჯოხაძემ.

მომღერალი ბოდიშის მოსახდელად ტელეკომპანია რუსთავი 2-ში იმყოფებოდა. მან „ნიჭიერის“ მონაწილეს ყვავილების თაიგული აჩუქა და მოუბოდიშა. 

ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის ვიდეო გაიზიარა და გამოთქვა ეჭვი, რომ "ნიჭიერის" მონაწილე ფონოგრამით მღეროდა. 

 

ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენი აზრი შეგიძლიათ გამოხატოთ "რუსთავი 2"-ის გამოკითხვაში. უპასუხეთ კითხვას: - თქვენი აზრით, პროექტ "ნიჭიერში" ამალია ჯიბლაძემ ცოცხლად იმღერა, თუ ფონოგრამით? 

ამავე თემაზე
დღის ამბები