03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
"ვიტირე, ძალიან განვიცადე, შვილი მამშვიდებდა," - ამალია ჯიბლაძე

სოციალურ ქსელ facebook-ში გაკეთებულმა განცხადებამ ამალია ჯიბლაძე აატირა. ის ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ასეთი ტიპის განცხადებები ფონოგრამით სიმღერასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის პოლიტიკოსმა გოგა ხაჩიძემ და მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ეჭვი გამოთქვეს, რომ ამალია ჯიბლაძეს პროექტ "ნიჭიერში" ცოცხლად არ უმღერია. "ნიჭიერის" მონაწილე კი მზად არის კვლავ იმღეროს და დაამტკიცოს, რომ მას ფონოგრამაზე არ უმღერია.

„მე ცოცხლად ვიმღერე", "ძალიან მეწყინა და განვიცადე", "ვიტირე და შვილი მამშვიდებდა,“ - განუცხადა ამალია ჯიბლაძემ "კურიერის" ჟურნალისტს.

"ნიჭიერის" აღმოჩენა მიიჩნევს, რომ მას ცუდად მოექცნენ. ამალია ჯიბლაძემ ეს განცხადებები ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" გააკეთა, სადაც ჯიბლაძე მეგაშოუ „ნიჭიერის“ მეორე ტურისთვის ემზადება.

მან დღეს მომღერალ ანრი ჯოხაძისგან საჩუქრად ყვავილები მიიღო, ცხოვრებაში პირველად. ანრი ჯოხაძემ ამალია ჯიბლაძეს ბოდიში მოუხადა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო. 

რუსთაველი ამალია დღეს ტელევიზიაში რეპეტიციაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.  

 უფრო ვრცლად ამ თემაზე "კურიერის" 9 საათიან გამოშვებაში ვისაუბრებთ.

მანამდე კი შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა მიიღოთ ვებ-გვერდის გამოკითხვაში: - თქვენი აზრით, პროექტ "ნიჭიერში" ამალია ჯიბლაძემ ცოცხლად იმღერა, თუ ფონოგრამით? 

ამავე თემაზე
დღის ამბები