26 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
სავალუტო ფონდის წინასწარი პროგნოზი და მე-3 ადგილი მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით - რა ტემპებით იზრდება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის მიხედვით, 193 ქვეყანას შორის საქართველო მესამე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილს იკავებს. 2021 -27 წლების ეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზი სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა. წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში "ჯი დი პი" ორმაგდება და 2020 წელთან შედარებით 115 %-თაც იმატებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია. არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ორნიშნა მაჩვენებლით - 11.6% ით გაიზრდება. 2030 წლისთვის კი 12 500 დოლარს გადააჭარბებს. ამ მონაცემების მიხედვით საქართველო მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა გახდება. წინასწარი მონაცემებით, უკვე 2022 წელს საქართველოში ცხოვრების სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი ერთ სულ მოსახლეზე 5617 დოლარი უნდა გახდეს. 2025 წლიდან კი 7621 დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი საქართველოს, კავკასიის რეგიონში პირველობას მოუტანს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარ გათვლებში ნაჩვენებია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ რესურს სათანადოდ ვერ იყენებს.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დარწმუნებით აცხადებენ, რომ ეკონომიის აღდგენის ტემპი და კურსი მომავლისთვისაც სტაბილურად გაგრძელდება.

სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემები, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გატარებული სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია - ასე ფიქრობს ანალიტიკოსების ნაწილი. ექსპერტების შეფასებით სავალუტო ფონდის პროგნოზი რეალურია.

მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ წინასწარი პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს გამოაქვეყნა.

დღის ამბები