07 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
"პოლიტიკური წინაპირობა არ არის," - კობახიძე რუსთავი 2-ის ჩაშლილ კონცერტებზე

ბათუმმა, ქუთაისმა და ფოთმა რუსთავი 2-ს ქალაქებში კონცერტების გამართვაზე უარი უთხრა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური წინაპირობები არ არსებობს. 

დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფთან ერთადერთი კომენტარი მმართველი გუნდიდან მხოლოდ ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა. ის ამბობს, რომ ქვეყანაში თავისუფალი ვითარებაა. 

"თავისუფალი ვითარებაა ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ აზრი გამოთქვან, მითუმეტეს, კონცერტი გამართონ. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება ორგანიზება ეს უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ თვითმართველობასთან. რაღაც კონკრეტულ დროს თუ არ ხერხდება იქნება ალტერნატიული შეთავაზებები. პოლიტიკური წინაპირობის საფუძველს ვერ ვხედავ," - აცხადებს ვიცესპიკერი მანანა კობახიძე. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები