07 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
თურქეთში პალესტინელების მხარდასაჭერი აქციები გაიმართა

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პალესტინელების მხარდასაჭერად ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ძირითადად, ქურთებით დასახლებულ ქალაქში დემონსტრაცია ღაზაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად მოეწყო.

ანალოგიური აქციები გაიმართა სტამბოლშიც. ისმოდა ისრაელის საწინააღმდეგო და “ჰამასის“ მხარდასაჭერი ლოზუნგები.

ზუსტად გასული წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს “ჰამასი“ ისრაელის სამხრეთით მდებარე არაერთ ებრაულ დასახლებას. ტერორისტებმა ადგილზე მოკლეს ათას 200-მდე ადამიანი, მძევლად აიყვანეს 251. მათი ნაწილი მოგვიანებით მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა, დაახლოებით 100 მძევლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. საპასუხოდ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია თავდაპირველად ღაზაში წამოიწყო. ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას ჯანდაცვის უწყების ცნობით, მოკლულია დაახლოებით 42 ათასი პალესტინელი, 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზია.

დღის ამბები