07 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
პაკისტანის აეროპორტთან აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა 17 კი, დაშავდა

პაკისტანის უდიდესი საპორტო ქალაქის აეროპორტთან აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა 17 კი, დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, ყარაჩში მომხდარის მიზეზი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომლის ამოქმედების შემდეგაც ნავთობის ტანკერი აფეთქდა. გარდა ამის, აფეთქების შედეგად, რამდენიმე მანქანა წყალში ჩაიძირა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო პაკისტანის ერთ-ერთმა სეპარატისტულმა გაერთიანებამ. მათი განმარტებით, ტერაქტის სამიზნე ჩინეთის მოქალაქეები, მათ შორის, ინჟინრები იყვნენ.

ამავე დაჯგუფების ორგანიზებულია პაკისტანში აგვისტოში მომხდარი თავდასხმაც, რომლის დროსაც 70-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ჩინელები დაიღუპნენ. მოძრაობა უშუალოდ ჩინეთის ინტერესებს უპირისპირდება და პეკინს რეგიონის ექსპლუატაციაში ისლამაბადის დახმარებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები