07 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
“გთხოვთ, ნუ ვიტანჯებით ამ რუსოფობიით“ - რობერტ ფიცოს განცხადებით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას დასავლეთი უჭერს მხარს, რათა რუსები დააჩოქონ

ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას "დასავლეთი უჭერს მხარს, რათა რუსები დააჩოქონ" - ეს განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.

რობერტ ფიცო ასევე ამბობს, რომ სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს, სლოვაკეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არ დათანხმდება.

მისივე თქმით, "მეორე მსოფლიო ომის" დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ის აპირებს მოსკოვში ჩავიდეს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ “მეორე მსოფლიო ომის“ დროს გაღებულმა მსხვერპლმა ხელი შეუწყო სლოვაკეთის ნაცისტური მმართველობისგან გათავისუფლებას.

"თავისუფლება მოვიდა აღმოსავლეთიდან და აბსოლუტურად ვერაფერი შეცვლის ამ ჭეშმარიტებას. გთხოვთ, ნუ ვიტანჯებით ამ რუსოფობიით. როცა დადებითად ვსაუბრობთ წითელ არმიაზე ან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მაშინვე, ავტომატურად ნუ ვიტყვით, რომ პუტინის აგენტები ვართ", - აღნიშნა რობერტ ფიცომ.

დღის ამბები