28 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის დანაშაულის გამოძიებას მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საკითხს მხარი დაუჭირა და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

რეზოლუცია ასევე შეიცავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებზე.

პარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიამ გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, დაუპირისპირდა გლობალურ მმართველობას და გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა ენერგო მატარებლებსა და სასურსათო უსაფრთხოების მოშლა.

დღის ამბები