28 აპრილი 2024,   16:48
ვრცლად
"ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას" - ირაკლი ქადაგიშვილი არესტოვიჩზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს "ქართული ოცნებაში" ეხმაურებიან. მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოლექსი არესტოვიჩს პროვოკატორს უწოდებს და აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს არც ქართველის და არც უკრაინელის ბედი არ აწუხებს და თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს:

"გააფთრებული ბრძოლების დროსაც კი, როდესაც კიევიც კი იბომბება, პოლიტიკური პირები უკრაინაში დაკავებულები არიან, რომ ზუსტად ერთი და იგივე მესიჯბოქსით, ერთი და იგივე დროს ისაუბრონ, აქ "ნაციონალური მოძრაობის" ანუ ომისა და ღალატის პარტიასთან ერთად.

ამ პროვოკატორს ვეტყვი, რომ ასეთივე გულგრილობით უდგება ის უკრაინაში მიმდინარე ომს და უკრაინელი ხალხის ტრაგედიას. მას, როგორც ჩანს, იმდენად არც ქართველის და არც უკრაინელის ბედი არ აწუხებს და თავისი პოლიტიკური მიზნები აქვს. ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილებები ბევრჯერ მიიღო და მათ შორის ბოლო არჩევნებზეც, ასე რომ მისი გადასაწყვეტი არ იქნება, მაგრამ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი იქნება ალბათ არესტოვიჩის ბედი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა "ფეიგინ ლაივის" ეთერში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უცნაურად იქცევა და მათ პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შესაბამისად შეაფასებს.

დღის ამბები