28 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
"აზოვსტალში", დაჭრილი მებრძოლები სიცოცხლისთვის სრულ ანტისანიტარიაში და მედიკამენტების გარეშე იბრძვიან - "აზოვის" პოლკი გაეროს და წითელ ჯვარს მიმართავს

"აზოვსტალში" დაჭრილ მებრძოლებს სიცოცხლისთვის ბრძოლა ანტისანიტარიულ პირობებში და მედიკამენტების გარეშე უწევთ.

მარიუპოლის დამცველების ფოტოები "აზოვის" პოლკის ტელეგრამზე გავრცელდა.

"მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაინახოს რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი, დასახიჩრებული დამცველები და იმოქმედოს! სრულ ანტისანიტარიაში, ღია ჭრილობებით, არასტერილური სახვევის ნარჩენებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე," - ნათქვამია "აზოვის" პოლკის მიმართვაში.

სამხედროებმა მიმართეს გაერო-ს და წითელ ჯვარს მოთხოვნით "აჩვენონ თავისი ჰუმანურობა და დაადასტურონ ის ძირითადი პრინციპები, რომლის საფუძველზეც ეს ორგანიზაციებია შექმნილი“ და გადაარჩინონ დაჭრილი ადამიანები, რომლებიც უკვე აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.

"ჯარისკაცები, რომლებსაც თქვენ ფოტოებზე ხედავთ და ასობით სხვა აზოვსტალის ქარხანაში, მძიმე დაზიანებებით არიან,  ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, იცავდნენ უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს," - ნათქვამია მიმართვაში.

პოლკი კიდევ ერთხელ გამოდის მოწოდებით რომ დაჭრილი ჯარისკაცების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც მათ სათანადო დახმარება გაეწევათ.

დღის ამბები