09 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
საერთაშორისო კოალიცია სირიაში იერიშებს ახორციელებს

საერთაშორისო კოალიცია სირიაში ისლამისტი მებრძოლების პოზიციებზე იერიშებს უკვე მეოთხე დღეა ახორციელებს. ავიაციამ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ექსტრემისტების მიერ კონტროლირებადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა. შეერთებული შტატების ცნობით, ეს ქარხნები დაჯგუფების შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა და დღეში 2 მილიონ დოლარზე მეტით ამარაგებდა. ავიაიერიშების შედეგად, 14 მებრძოლი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები