26 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
პროდუქტების მიხედვით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია-ვახტანგ ცინცაძე

იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა, საქართველოს მთლიან ექსპორტში, 77.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 16 მთელი სამი მეათედი პროცენტით გაიზარდა და 322 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოება იზრდება.

"საქართველოში იზრდება ადგილობრივი წარმოება. პროდუქტების მიხედვით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია,"- აცხადებს ცინცაძე. 

დღის ამბები