09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ევროპა და უკრაინა რუსეთთან გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი, უკრაინა და ევროკავშირი ზამთრის სეზონზე უკრაინისთვის გაზის მიწოდების პირობებზე შეთანხმდნენ. ბრიუსელში წუხელ გამართულ შეხვედრაზე რუსეთი დათანხმდა 2015 წლის მარტამდე უკრაინისთვის ათასი კუბური მეტრი გაზის 365 დოლარად მიწოდებას.

ევროკომისარმა ენერგეტიკის დარგში, რომელიც მოლაპარაკებების მედიატორი იყო, ამ შეთანხმებას ჭკვიანური სამეზობლო პოლიტიკის პირველი გამოვლინება უწოდა. რუსული მხარის განცხადებით კი, კომპრომისი უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციას დაეხმარება.

ძირითად შეთანხმებას თან ახლავს „გაზპრომისა“ და უკრაინული კომპანიის ხელშეკრულება ტექნიკური დეტალების შესახებ. გარდა ამისა, შეთანხმების საფუძველზე, უკრაინამ წლის ბოლომდე, ვალის ჩათვლით, გაზპრომს 3,1 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.

უკრაინისთვის გაზმომარაგების აღდგენა ევროპისთვის ზამთრის განმავლობაში გაზის უწყვეტ მიწოდებასაც გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები