09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
დონეცკსა და ლუგანსკში ე.წ. არჩევნების ჩასატარებამდე ორი დღე დარჩა

უკრაინელი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში ე.წ. არჩევნების ჩასატარებლად ემზადებიან.

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის ლიდერის პოსტზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს, თუმცა ფავორიტად მოქმედი ლიდერს ალექსანდრე ზახარჩენკოს მიიჩნევენ. ის თავადაც დარწმუნებულია გამარჯვებაში.

არჩევნები რუსეთის მხარდაჭერით ტარდება. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ მის შედეგებს აღიარებს, თუმცა დასავლეთიც და უკრაინის ხელისუფლებაც ამ არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს.

საარჩევნო უბნები სეპარატისტების მეირ კონტროლირებად ქალაქებში 2 ნოემბერს გაიხსნება. არჩევნებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჩასული დელეგაციები დააკვირდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები