აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, - ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.
უწყების სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი თბილისს, კიევსა და კიშინიოვს მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან უდგას გვერდით და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
"ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ამ ქვეყნების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი მხოლოდ აღნიშნულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება, თუმცა ჩვენ ამ გზაზე მათ გვერდით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ვიდექით და ამ თანადგომას გავაგრძელებთ." - განაცხადა ნედ პრაისმა.