17 ივნისი 2024,   18:02
ვრცლად
ცუდია, როცა ერთ ადამიანს გამოარჩევთ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში - მთავარეპისკოპოსი იაკობი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ბოდბეში კომენტარი გააკეთა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ უნდა გადაიყვანონ და იყოს იქ, სადაც არის.

"ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით ჯანმრთელობისთვისაა [კარგი]. უცბად არ უნდა მოხდეს მაგ წონის დაგდება.

ცუდია, როცა ერთ ადამიანს გამოარჩევთ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში.  მაგას ვინ გაუბედავს, თუ ისეთი დაავადება აქვს, რომ "გაკომისიავება", "აქტიროვკა", თუ რაღაც ერქვა, მაპატიეთ, რუსული სიტყვაა, არ ვიცი ქართულად რა ჰქვია, ან თუ ეს ეხება, ან გადაყვანა, ვინ არ გადაიყვანდა?!" - აცხადებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.

დღის ამბები