15 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მთავარი გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბეა - დავით სერგეენკო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა პარლამენტში, სადაც  ბავშვის უფლებები საქართველოში, ძირითადი გამოწვევები და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯები განიხილეს. 

შეხვედრას, საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბავშვის უფლებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

"ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენ ერთად შევძლებთ ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას, ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობას და ბავშვთან მიმართებაში ნებისმიერი დისკრიმინაციის აღკვეთას",-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარის, დავით სერგეენკოს თქმით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბავშვთა ჩართულობა, ბავშვის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური მუხლია.

"ბავშვები ჩართულები უნდა იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როგორც თანაბარი პარტნიორები. უკვე მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ასე უნდა იყოს - ეს ინიციატივაც სწორედ ამ გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მთავარი გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე და ოჯახის სიმტკიცეა, იმ ოჯახის სადაც იზრდება ბავშვი" , - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები