საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.
"საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა და წარმატებები, მეგობარ სომეხ ხალხს კი კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა. საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. გამოითქვა არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდა",- აღნიშნულია საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.