ბრიუსელში ვიზიტის მეორე დღე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა ევროკომისრებს ტრანსპორტის, კრიზისების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებში.
მხარეებმა ძირითადი ყურადღება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოვებლად ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილეს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ევროპარლამენტშიც მართავს.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საგანგებო ღონისძიება ბრიუსელის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია.