ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიშით წარსდგება. დაახლოებით სამ კვირაში დაგეგმილ მოსმენას დადებითი მოლოდინებით ხვდება უმრავლესობა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ წინ საკმაოდ საინტერესო და საქმიანი განხილვები ელით. მმართველი გუნდი მოუწოდებს ოპონენტებს პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
ცნობილია, რომ ანგარიშის წარდგენის დროს ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ქვეყნის ევროინტეგრაციაზე აპირებს. ყურადღება გამახვილდება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ცნობილია, რომ პრემიერამდე მუშაობის ანგარიშს დეპუტატებს 8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე ჩააბარებს.
"საზოგადოებას საშუალება ექნება შეაფასოს, რა კეთდება ქვეყანაში, სად არის ჩამორჩენა, სად გვაქვს წინსვლა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც უნდა ჩართონ საკითხების პროფესიონალურ განხილვაში. ვიკამათოთ კონკრეტულ თემაზე, ამოცანებზე," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.