15 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 24 ივნისს სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიშით წარსდგება​

ცნობილია კონკრეტული თარიღი, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სამთავრობო გეგმის შესრულების ანგარიშით წარდგება - მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში 24 ივნისს მივა. პრემიერის მოსმენის შემდეგ დეპუტატებს კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ.

მანამდე კი, ისინი მთავრობის საქმიანობის ამსახველ 154 გვერდიან დოკუმენტს ეცნობიან.

ცნობილია, რომ ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ქვეყნის ევროინტეგრაციაზე აპირებს.

ყურადღება გამახვილდება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. პრემიერამდე მუშაობის ანგარიშს დეპუტატებს 8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე ჩააბარებს.

დღის ამბები