ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს დიპლომატმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანთან, ასევე, ესაუბრა ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა, საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა და შემდგომი ნაბიჯები.