15 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში და საქართველოს გზავნილების გაჟღერება - ლევან დავითაშვილი "გლობსეკზე"

აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება - საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრატისლავაში  პანელურ დისკუსიაზე  სიტყვით გამოვა.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე უკვე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, განხილვაში ჩართული იქნება მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუც.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერს ასევე დაგეგმილი აქვს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს რეგულარულ მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

"ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგულარული მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში, იმიტომ რომ აქ, ევროპის ლიდერები, ბიზნესის ლიდერები იყრიან თავს და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნესლიდერებთან მუდმივი კომუნიკაცია, საქართველოს გზავნილების პირველი წყაროდან მიტანა, საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვესმის, რომ ერთობის გარეშე არაფრის მიღწევა არ გამოვა და ერთობა ჭირდება როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები