15 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საერთო ინტერესების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, ისწავლონ როგორ იმუშაონ ბრიუსელში, როგორ იპოვონ მოკავშირეები - კონსტანტინე ეგერტი

პოლიტიკური ექსპერტი კონსტანტინე ეგერტი მიიჩნევს, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა საერთო ინტერესების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და ევროკავშირთან ერთობლივად უნდა იმუშაონ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პუტინის უგუნურმა და არაპროგნოზირებადმა ქმედებებმა, გარკვეულწილად ამ სამი ქვეყნის სასარგებლოდ იმუშავა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, ამ ქვეყნების არგუმენტებს მეტად მიექცევა ყურადღება.

"ევროკავშირში ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვთ,მათ შორის ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის წევრობა სარგებლის მომტანია, თუმცა არსებობს ბერლინის, პარიზის პოზიცია, რომლებიც ამ საკითხზე "არას" ამბობენ, გეოპოლიტიკური ფოკუსი ცხადია გადადის. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს თემაზე ბევრი საკითხი განსხვავებულად გამოიყურება. საფრანგეთის და გერმანიის პოზიციები, როგორც გადაწყვეტილების დე ფაქტო მიმღები პოზიციები შემცირდა.

ვფიქრობ, სამივე ქვეყანა საერთო ინტერესების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. ისინი ბრძოლისთვის უნდა მოემზადონ და  ისწავლონ როგორ იმუშაონ ბრიუსელში, როგორ იპოვონ მოკავშირეები. პუტინის უგუნურმა და არაპროგნოზირებადმა ქმედებებმა გარკვეულწილად ამ სამი ქვეყნის სასარგებლოდ იმუშავა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ამ ქვეყნების არგუმენტებს მეტად მიაქცევენ ყურადღებას",  - აცხადებს კონსტანტინე ეგერტი.

დღის ამბები