15 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ჩვენს რეგიონში დემოკრატიას შეუძლია გადარჩენა, თუ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო გახდებიან ევროკავშირის ნაწილი - მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ რეგიონში დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან.

"როდესაც ვსაუბრობთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, პასუხი არის, რომ ჩვენი დემოკრატია ამაზეა დამოკიდებული. ჩვენს რეგიონში დემოკრატიას შეუძლია გადარჩენა იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო გახდებიან ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვოცნებობთ გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ახლა კი უკრაინის კრიზისმა ჩვენზე განსაკუთრებით იმოქმედა. ერთ-ერთი უსაფრთხოების საკითხია, რადგანაც ომის ზონასთან ახლოს ვიმყოფებით," - განაცხადა მაია სანდუმ.

დღის ამბები