06 ივლისი 2024,   16:06
ვრცლად
საქართველოში გაიაფებულმა იმპორტმა შემოდინება დაიწყო, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, ფასის კლების საცალო ბაზარზე არ აისახა - ირაკლი ლექვინაძე

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, დეპუტატებმა ნათია თურნავას მოუსმინეს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზეა წარდგენილი. ნათია თურნავამ კომიტეტს საკუთარი ხედვები წარუდგინა, მთავარი აქცენტი გაკეთდა კოორდინირებულ მუშაობაზე მთავრობასთან, ლარის კურსზე, ინფლაციაზე, მაკროეკონომიკურ რყევებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. საბჭოს წევრობის კანდიდატმა შეკითხვებსაც უპასუხა.

ნათია თურნავას გარდა, კომიტეტის წინაშე დღეს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე წარსდგა. მის მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქვეყანაში შემოვიდა იმპორტირებულ ნავთობპროდუქტები შედარებით დაბალ ფასად, თუმცა ეს ფასები არ აისახა მსხვილი კომპანიების მხრიდან საცალო ბაზარზე.

"გარკვეული რყევები დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზარზე. რყევები გულისხმობდა კერძოდ იმას, რომ წლის დასაწყისიდან მარტის 12 რიცხვამდე,  საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების პროცესი მიმდინარეობდა და ეს აისახა კიდეც ჩვენს ბაზარზე, დაახლოებით 70 - 80 თეთრიანი გაძვირებით, თუმცა მარტის თვიდან დაიწყო გარკვეული პროცესების გავლენით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირების პროცესი. ამის პარალელურად, მიმდინარეობდა ეროვნული ვალუტის გამყარების მიმართულება. საქართველოშიც დაიწყო მარტის ბოლოდან და აპრილის დასაწყისიდან გაიაფებულმა იმპორტმა შემოდინება, თუმცა რიგი მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, აღნიშნული ფასის კლების პროცესი არ იქნა ადეკვატურად ასახული საცალო ბაზარზე", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები