16 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
"ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჯართან ერთად შენდებოდა" - პრეზიდენტი პენტაგონის გადაწყვეტილებაზე

პენტაგონის გადაწყვეტილებას საქართველოში ღირსეული პარტნიორის სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადოს, ოფიციალური თბილისი დასანანს უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ხვდება სად არიან მისი მეგობრები. 

"ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. ეს საზიანოა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა.

ყველაფერი ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები