06 ივლისი 2024,   16:12
ვრცლად
"ბორჯომში" ხელფასსა და სხვა გამოწვევებს სწავლობს შრომის ინსპექცია და შესაბამისი რეაგირება იქნება - ბექა ფერაძე "IDS ბორჯომის" პროტესტზე

"IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა პირველი და მეორე ქარხნის პიკეტირება დაიწყეს. შესასვლელები სრულად გადაკეტილია. გაფიცული თანამშრომლები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ ხელფასების დარიცხვამდე, 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის აღდგენამდე და ძველი კონტრაქტების დაბრუნებამდე.

"მოგვეცა იმედი უფრო მეტად, ვნახოთ. იმედია მთავრობა ნათქვამს საქმესაც მიაყოლებს," – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ შრომის ინსპექცია საკითხს სწავლობს და შესაბამის რეაგირებას მოაყოლებს.

"ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ პროცესში, მინდა მოვისმინო თქვენი მხრიდან პირველ რიგში ის მოთხოვნები, გამოწვევები, რომლებიც არსებობს და შემდგომ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის მოლაპარაკების გზები გამოვკვეთოთ, ის წერტილები ვნახოთ სად შეიძლება მოლაპარაკების პროცესი, და რაც შეეხება ხელფასს და ა.შ. გამოწვევებს, ამას სწავლობს შრომის ინსპექცია და შესაბამისი რეაგირება ამ პროცესშიც იქნება," - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები