06 ივლისი 2024,   15:47
ვრცლად
ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დამტკიცებას ოპოზიციური პარტიები მხარს არ უჭერენ

ნათია თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დამტკიცებას მხარს არ უჭერენ ოპოზიციური პარტიები.

მათი შეფასებით, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ეროვნული ბანკის მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავს, როცა ქვეყენაში 13 %-იანი ინფლაციაა. პარტია "გირჩში" აცხადებენ, რომ თურნავას "ქართული ოცნება" კობა გვენეტაძის შემცვლელად ამზადებს.

განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველი გუნდს. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყოფილ მინისტრს საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და შეუძლია გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს.

დღის ამბები