15 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს" - ლევან ხაბეიშვილი

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს უსმენენ, კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

"ბატონმა პაპუაშვილმა ბრძანა, რომ უკრაინას მხარს ვუჭერთ და რეზოლუცია მივიღეთო. იმ რეზოლუციას ბატონო შალვა ჩვენც ხელს ავუწევდით, რომ ჩაგეწერათ რუსეთი. ასევე თქვენ თქვით, რომ მშვიდობას ვუსურვებო უკრაინასო და გამარჯვებას არ უსურვებთ?

ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის ამ სიტყვებს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. ოპოზიცია კვლავ აგრძელებს სპეკულაციებს უკრაინასთან დაკავშირებით.

"არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი 24-მდე თუ ყველანი მოშორდებით ეკრანებს და იქნებ წარმატების მეტი შანსი გვქონდეს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით.

რაც შეეხება მთავარ სპეკულაციას უკრაინასთან დაკავშირებით, გამარჯვება არ გისურვებიათო, რა ვიცი რამდენი ერთი ამოგიღოთ ამ ტრიბუნიდანაც თქვენ რომ დაწყნარდეთ და ამისი საშუალებაც აღარ გქონდეთ - გამარჯვებასაც ვუსურვებთ, წარმატებასაც ვუსურვებთ, მშვიდობასაც ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, ცივილიზებულ სამყაროს, რომელმაც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს იმ დიდ ბოროტებაზე, რასაც ჰქვია რუსული ოკუპაცია, და, სამწუხაროდ, რომლის ხელშემწყობებიც ამ ქვეყნიდან იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და არასდროს დამავიწყდება ის დიდი ბოროტება, რასაც რეზოლუციის მხარდაჭერა ჰქვია, სადაც ეწერა თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები. რუსეთთან დაკავშირებულ საყვედურებს ასეთი ხალხისგან ნამდვილად ვერ მივიღებ," - უპასუხა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები