15 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
NATO-მ შეცდომა 2008 წელს დაუშვა, როდესაც ბუქარესტში უკრაინისა და საქართველოსთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდა - ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი შეცდომას აღიარებს. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ NATO-მ პირველი შეცდომა 2008 წელს დაუშვა, როდესაც ალიანსი ბუქარესტში  უკრაინისა და საქართველოსთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდა.

როგორც რასმუსენმა გამოცემა "ფორინ ფოლისთან" აღნიშნა, NATO-ს​ გაყოფამ პუტინს არასწორი მესიჯი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს თავს დაესხა.

"უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე მოახდენს ზეწოლას," - განაცხადა რასმუსენმა.

დღის ამბები