15 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
შენიშვნები იქნება და იმედია, ევროპარლამენტარების განცხადებებს, ხელისუფლების მხრიდან, კრიტიკული კამპანია არ მოჰყვება - პაატა მანჯგალაძე

ევროპარლამენტში დებატებსა და ევროდეპუტატების განცხადებებს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოთქმული შენიშვნები იყო პირობები კანდიდატის სტატუსზე და "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ გზავნილზე, რაც გაჟღერდა.

"ვერ ვიხილეთ "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი ვერცერთი ევროპარლამენტარი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებას დარჩენილი აქვს 2 კვირაზე ცოტა მეტი და ეს პერიოდი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ მოკლან", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგლაძის თქმით, შენიშვნები იქნება და იმედოვნებს, რომ  ევროდეპუტატების  განცხადებებს, ხელისუფლების მხრიდან საპასუხოდ კრიტიკული კამპანია არ მოჰყვება. 

"როგორც ჩანს მოქმედებდნენ პრინციპით - მოყვარეს პირში უძრახე. მათგან მტერი არ უნდა გამოვიყვანოთ, პირიქით, ეს შენიშვნები უნდა გავიზიაროთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საკითხები აღმოვფხვრათ, რასაც წინააღმდეგობად მიიჩნევენ ევროპის გზაზე საქართველოსთვის," - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათი გამოსწორებისკენ მოუწოდეს. მომზადებულია შესაბამისი რეზოლუციაც, რომელსაც დღეს, კენჭი ეყრება. დებატების მიმდინარეობისას, ევროპარლამენატრებმა ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპეტქივაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

დღის ამბები