ევროპარლამენტარების განცხადებები დღეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შენიშვნების უმრავლესობა უარგუმენტო, უსამართლო იყო და მმართველი გუნდი მზადაა ეს დეტალურად განიხილოს.
"სიმართლე არის ჩვენს მხარეს - არც ნიკა გვარამია არის თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის აგება ამაზე და ტოლობის ნიშნების დასმა ჩვენი მოქალქეებისთვის გაუგებარია.
წლების განმავლობაში გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, გურამ მაჭარაშვილს აქვს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში.