15 ნოემბერი 2024,   16:07
ვრცლად
საქართველო ცალმხრივად არაფერს ითხოვს, აქამდეც აქვს ძალიან ბევრი რესურსი გაღებული რეგიონის უსაფრთხოებისთვის - გურამ მაჭარაშვილი

ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში - უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დადებით გადაწყვეტილებას ელოდებიან. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. 

"როდესაც ქვეყანა, საქართველო, თავის შრომის და სისხლის ფასად მოიპოვებს იმას, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჯერ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ გახდეს წევრი, ეს არავინ უნდა დაუკარგოს და  შეურაცხყოფა ამას არავინ უნდა მიაყენოს, რადგან ეს არის საუკუნეების განმავლობაში და - განსაკუთრებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღებული პოზიცია და რესურსი, დამსახურებული და არა ცალმხრივი. საქართველო ცალმხრივად არაფერს ითხოვს და მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში არ არის, რომ სტატუსის მინიჭების შემდგომ რაღაც რესურსი მიიღოს ევროკავშირიდნ, არა - საქართველოს აქამდეც აქვს ძალიან ბევრი რესურსი გაღებული რეგიონის უსაფრთხოებისთვის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე ევროკავშირის ინტერესებშიც უნდა იყოს ის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები