13 მაისი 2024,   06:08
ვრცლად
ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე?! - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, 2 წელიწადში, შესაძლოა, უკრაინამ საერთოდ აღარ იარსებოს მსოფლიო რუკაზე - დიმიტრი მედვედევმა ამის შესახებ "ტელეგრამ" არხზე დაწერა.

"ვნახე შეტყობინეა, რომ უკრაინას სურს, თავისი ოკეანის მიღმა პატრონებისგან ლენდ-ლიზით მიიღოს გათხევადებული ბუნებრივი აირი ორი წლის შემდეგ გადახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს, უბრალოდ, გაიყინება.

ოღონდ, არის კითხვა – და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე?! თუმცა, ამერიკელებისთვის უკვე სულ ერთია, ისინი იმდენად არიან ჩართული პროექტში "ანტი-რუსეთი", რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის არაფერია", – წერს დიმიტრი მედვედევი.

No description available.

დღის ამბები