11 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა მიმოიხილეს.

დღის ამბები