15 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
"მე აქ ვიმყოფები არა როგორც პრეზიდენტი, არამედ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე" - სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის მოედანზე აქცია იმართება, რომელსაც თავად პრეზიდენტიც ესწრება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის აქციაზე ერთი რიგითი მოქალაქის რანგში იმყოფება, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე.

"ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები, აქ მოქალაქეები არიან, ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს შემდეგი: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი და პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა და სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები