15 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"ველი, რომ ევროკომისიის მოსაზრებები ხვალ უნდა გამოქვეყნდეს, ევროსაბჭო კი კანდიდატობის საკითხს 1 კვირაში განიხილავს" - კარლ ჰარცელი

ევროპის მოედანზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ აქციას  საქართველოში ევროკავშირის ელჩი დაესწრო. კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს, უკრაინას და მოლდოვასთან დაკავშირებით მოსაზრებებს ხვალ გამოაქვეყნებს, ხოლო ევროსაბჭოზე განხილვა წესით 1 კვირაში უნდა გაიმართოს. 

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია. ჯერ კიდევ არ შემიძლია ზუსტად ვთქვა თუ როდის გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას ევროკომისია, ჯერ კიდევ მუშაობენ ამაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხვალ ეს საჯარო გახდება. როგორც იცით, ეს მოსაზრებები, რომელიც გულისხმობს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, შემდეგ განხილული იქნება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. ველით, რომ 1 კვირის შემდეგ ევროსაბჭოზე წევრი სახელმწიფოები აზრს გამოთქვამენ ხვალ მიღებულ მოსაზრებებზე. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ მოსაზრებებზე დღეს, მაგრამ მოვიაზრებ, რომ ამას ხვალ შევძლებ," - განაცხადა ჰარცელმა.

დღის ამბები