06 ივლისი 2024,   13:49
ვრცლად
ჩვენმა, აქტივობამ და სტრატეგიამ, რომელიც გვაქვს კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის კუთხით, შედეგი გამოიღო - მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა.

მაისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258 მილიონ 581 ათას 861 დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6 მეათედი პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის მაისთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184 მილიონ 781 ათას 782 დოლარით.

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან კომუნიკაციის მდივანი მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, აღნიშნული შედეგი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ აქტივობამ, სტრატეგიამ, სამოქმედო გეგმამ, რომელიც ჩვენ გვაქვს კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის კუთხით, შედეგი გამოიღო. 

ძალიან დიდი წვლილი აქვს ავიაციის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ის პირდაპირი რეისები და ახალი ავიაკომპანიები, რომელიც ჩვენ შევძელით და მიმდინარე წელს დავაინტერესეთ საქართველოს ბაზრით, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღდგენაზე, განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები