პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპონენტების ახალი კონფიგურაციები პოლიტიკურ ველზე ვერაფერს შეცვლის. მისი თქმით, ოპოზიციის ნებისმიერ კონფიგურაცია, "ნაციონალურ მოძრაობას" ნიშნავს.
"გვარამია გვიმტკიცებს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის, რაღაც ახალია, მელია გვიმტკიცებს, რომ ის ახალია, "ლელო" გვიმტკიცებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი არ ჰქონია არასდროს. ანუ, ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ იმ დონეზე გვყავხართ ტვინგამორეცხილები, რომ რასაც გეტყვით, პირდაპირ დაიკერეთ. როგორც არ უნდა დალაგდნენ, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", სხვადასხვა კონფიგურაციით წარმოდგენილი და მათი გაცხადებული მიზანი არის, შექმნან ერთობლივი ხელისუფლება, ანუ უკვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.