საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებს უმრავლესობის წევრები აფასებენ. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების ახალი კონფიგურაციები პოლიტიკურ ველზე ვერაფერს შეცვლის. "ქართლი ოცნებისთვის" ოპოზიციის ნებისმიერ კონფიგურაცია, "ნაციონალურ მოძრაობას" ნიშნავს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიცია გადაჯგუფებას გამიზნულად ახორციელებს.
"გადაჯგუფებებს სპეციალურად აკეთებენ თავის უცხოელი მხარდამჭერებისათვის, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ერკვევიან არსებულ ვითარებაში, რომ მათ დაანახონ, თითქოს ეს კოალიციური გაერთიანება ის არის, რომელიც მშვიდობას და დეპოლარიზაციას მოუტანს საქართველოს. ყველამ იცის, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან გვაქვს საქმე, შეიძლება გარდა გახარიას ჯგუფისა, რომელსაც სისხლში არ აქვს ხელები დასვრილი. რეალურად, ყველაზე ახლო პარტნიორები ნაცმოძრაობისა, სწორედ გახარიას ჯგუფი აღმოჩნდა. დანარჩენები ერთად იყვნენ ყოველთვის. ახალს თუ დაარქმევ ძველს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი განახლდება. მუმიას რაც არ უნდა ახალი დაარქვა, ის იქნება მუმია." - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ავტორი: ნანა გოგატაძე.