რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას სტატუსის შესახებ "ტვიტერის" პირად გვერდზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნები!
რამდენიმეთვიანი ინტენსიური დიალოგისა და კოორდინაციის შემდეგ, მოხარული ვარ და მივესალმები ევროკომისიის დასკვნას უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს არის დამსახურებული წინგადადგმული ნაბიჯი უკრაინისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის,"- წერს რუმინეთის პრეზიდენტი.