30 წლიანი პაუზის შემდეგ, მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფელ შაუმიანში, სარწყავი სისტემა ამოქმედდა. შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა, სამი ათეული წლის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს.
მარნეულში ჩავიდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.