15 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
პუტინი თუ უკრაინის ომიდან გაიგებს, რომ შეუძლია უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს.

"პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით"– ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა.

დღის ამბები